
მოსამართლემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი 30 ივნისს გადადო - სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს გამოცხადდება განაჩენიც.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაკითხეს და მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულეს. სხდომას ნიკა გვარამია არ დასწრებია.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას თეა წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადებას ედავებიან. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. ოპოზიციონერი ლიდერი რუსთავის ციხეშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 23 ივნისს, სასამართლომ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
ამასთან, გუშინვე 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძესაც.