რეზონანსი
24.06.2025

გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი ახლა გერმანიაში იმყოფება, შემდეგ კი ამერიკაში აპირებს ვიზიტს.

ამის შესახებ ზაზა თავაძემ განაცხადა.

თუ როდის ჩამოვა გიორგი გახარია საქართველოში, ამის შესახებ დასმულ კითხვას ზაზა თავაძემ არ უპასუხა, თქვა, რომ "ოცნებას" არ სურს პირდაპირი ეთერიდან მიაწოდოს ინფორმაცია" .

გიორგი გახარიას ვიზიტი არვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება, ის ევროპის შემდეგ შეიძლება გაემგზავროს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ახლა გერმანიაში იმყოფება. სწორად გამიგეთ, მე არ ვაპირებ, პირდაპირ ეთერში ამ რეჟიმს მივაწოდო ზუსტი ინფორმაცია, თუ როდის ჩამოვა და როგორ გაგრძელდება მისი ვიზიტი", - განაცხადა ზაზა თავაძემ. 

შეგახსენებთ, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით წულუკიანის კომისიამ გიორგი გახარია გამოკითხვაზე მეორედ დაიბარა. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა კომისიას ონლაინ ჩართვის ნებართვა სთხოვა და ამის მიზეზად საზღვარგარეთ ყოფნა დაასახელა. განმარტებების მიუხედავად, კომისია ოპოზიციონერ ლიდერს ონლაინ ჩართვაზე უარი უთხრა. არადა, დღეს ონალინ რეჟიმში დავით ბაქრაძე უკვე გამოიკითხა.

წულუკიანის კომისიამ გახარიას სხდომაზე გამოცხადებისთვის 10-დღიანი ვადა მისცა, თუმცა გახარია აცხადებს, რომ კომისიაზე ვერც 2 ივლისს გამოცხადდება. პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი ისევ აცხადებს, რომ მზადაა, ყველა კითხვას ონლაინ რეჟიმში უპასუხოს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×