
ჟურნალისტი გელ ზედელაშვილი გუბაზ სანიკიძესთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს:
"აემ გომბეშოს თავისი მამის წიგნებიც არ აქვს წაკითხული!
რა გამოდის, 2016 წლამდე “ქართული ოცნების" მამალი წევრი რომ იყო, უწიგნურობა სტანჯავდა და როცა იქიდან “დააპაშოლეს", უცებ “გაწიგნიერდა"?
რავი, ამის აზროვნებას რომ ვუყურებ, “თხა და გიგო" კი არა, “კომბლეც" არ წაუკითხავს.
ადრე კახა შარტავასთან ერთად პარტია რომ ჩამოაყალიბა, თუ არ ვცდები, “ეროვნული ფორუმი" დაარქვეს, თავიდან მელიქიშვილის გამზირზე ჰქონდათ ოფისი. ერთი ახლობელი გადამეკიდა, ჩემი ბიბლიოთეკიდან პოლიტიკური შინაარსის წიგნები ამოვარჩიე, “მეშოკებში" ჩავალაგე, შენი მანქანით მიმატანინე, გუბაზ სანიკიძეს უნდა ვაჩუქოო. სახლში ავედი, ჩემი ახლობელი სპორტის სასახლესთან ცხოვრობდა, სამი “მეშოკი" ძლივს ჩამოვათრიეთ და ამ გომბეშოს მივუთრიეთ.
რატომ მივუთრიეთ?
ის დაპირებია, უნდა გაჩუქოო და ამასაც თავი დაუქნევნია. საერთოდ, როცა ზოგიერთს წიგნს ჩუქნი, იმ წამსვე ეტყობა, წაიკითხავს თუ არა. ამასაც მაშინვე შევატყვე, იმ წიგნების წამკითხავი არ იყო და მეტიც, დამრჩა შთაბეჭდილება, თუ რამეს იზეპირებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ინგა გრიგოლიასთან ან გიორგი თარგამაძესთან იმარიაჟოს.
აბა, წიგნიერი და შეგნებული ადამიანი ამას იკადრებდა, რასაც ეს კადრულობს?
გუბაზ, შე იმნაირო, მოდი, განცხადებას თუ დამიწერ უშეცდომოდ, ბოდიშს მოვიხდი და ვაღიარებ, რომ განათლებული ხარ, მაგრამ სანაძლეოს დავდებ, ვერ დამიწერ!"- დაწერა გელა ზედელაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე