
უკრაინაში მებრძოლი გიორგი ფარცვანია მისი თანამებრძოლისა და მეგობრის, ვანო ნადირაძის მოულოდნელი გარდაცვალების სამედიცინო საექსპერტო დასკვნას აქვეყნებს და წერს:
,,ბევრი ჭორი, კითხვა და ათასგვარი გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა ჩვენი ძმის ვანო ნადირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ამიტომ, პირველ რიგში, გთხოვთ, შეეშვათ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებას, რითიც ყველაზე მნიშვნელოვანს, ოჯახს ტკენთ, ჩვენც მის საძმოს, სამეგობროს და ვნებთ იმ მთავარ საქმესაც, რასაც ვანო მთელი ცხოვრება ემსახურა.
ეს არის ექსპერტიზის პირველადი დასკვნა. დასკვნის თანახმად, ჩვენი ძმა ვანიჩკა გარდაიცვალა გულის შეტევით. სხვა ყველა პოსტი, კომენტარი თუ განცხდება არის ტყუილი!!! ტყუილი, რომელიც მხოლოდ მტერს გაახარებს და ჩირქს მოსცხებს იმ ბრძოლას, რომელსაც ვანომ მთელი ცხოვრება მიუძღვნა თავის ძმებთან ერთად!!! დახურეთ ეს საკითხი – სხვა არანაირ კომენტარს და პასუხს ამ თემასთან დაკავშირებით არ ვაპირებ, ესაა ოფიციალური პასუხი და ყველა კითხვა უნდა დაიხუროს!!!
ვანოს უკან დგას მისი სახელი, ოჯახი, ჩვენ მისი ძმები, ქართველები, უკრაინელები, ჩეჩნები, მისი სამსახური და გულხერდაკრეფილი არავინ იჯდა და იჯდება – მიიღეთ ეს პასუხად, მათ, ვინც უმრავი ათასგვარი გადაუმწომებელი ვერსია გაავრცელეთ!!!" - დაწერა ფარცვანიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე