რეზონანსი
25.06.2025

"10-ჯერ, რომ დაიბარონ ეს ადამიანები ერთი თვის განმავლობაში, ან თუნდაც ორი თვის განმავლობაში და 10-ჯერ არ მისულიყვნენ, 10 ბრალი უნდა წაეყენებინათ?" - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" წევრმა ლევან სამუშიამ განაცხადა. 

სამუშიას თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ წულუკიანის კომისიაზე თუნდაც 10-ჯერ არმისვლის შემთხვევაში ადამიანებს ბრალს 1-ჯერვე წარუდგენენ. მისივე განცხადებით, "ქართულ ოცნებას" შიში ამოძრავებს.

ლელო - ძლიერი საქართველოს" სახელით ვეუბნები, არავის თქვენი არ ეშინია. თქვენ ხართ შეშინებულები, პირდაპირ გეუბნებით, "რუსულ ოცნებას" მივმართავ. შიში ამოძრავებს ამ ხალხს, სხვა გზა რომ არ აქვთ, ეს არის შიშის ფაქტორი. ადამიანები რას ამბობენ იცით, გვაღიარეთ თორემ დაგიჭერთო, წარმოუდგენელი სიგიჟე ხდება...

ჯერ რაღაც კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობაზე არის, კანონიერი უნდა იყოს მოთხოვნა, მერე რომ შეასრულო...

სამართლებრივად სრული სიგიჟეა, პირდაპირ გეუბნებით, დამატებით ბრალის წარდგენა. სამართლებრივი სიგიჟეა.

მარტივი კითხვა უნდა დავსვა, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება - 10-ჯერ, რომ დაიბარონ ეს ადამიანები ერთი თვის განმავლობაში, ან თუნდაც ორი თვის განმავლობაში და 10-ჯერ არ მისულიყვნენ, 10 ბრალი უნდა წაეყენებინათ?  - არ გამოვრიცხავ, არაფერს არ გამოვრიცხავ საერთოდ," - განაცხადა ლევან სამუშიამ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×