რეზონანსი
25.06.2025

ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მანდატის გაგრძელება საგარეო ასპარეზზე “მავნებლური საქმიანობისთვის” მოხდა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ხიდაშელმა ასევე ისაუბრა პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე, რომელიც ამჟამად უცხოეთში იმყოფება და თქვა, რომ ის საქართველოში არ უნდა დაბრუნდეს.

მისი განმარტებით, გახარია ყველაზე დიდი საფრთხის წინაშეა, რადგან ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ მასთან პოლიტიკურად ვალშია და, როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ივანიშვილი ასეთ რაღაცებს არავის პატიობს.

“ხვალ, შეიძლება გიორგი გახარია ბაჩიაშვილივით საიდანმე მოიპარონ, ჩამოიყვანონ, გვითხრან, მწვანე დერეფანში სეირნობდაო და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ. მე ვფიქრობ, რომ გახარია არ უნდა დაბრუნდეს. სრულად ცალსახაა, გახარია არის ბიძინას მიერ დანახული მთავარი მტერი. თუ ვინმეს გამწარება უნდა დღეს ბიძინას, ეს არის გიორგი გახარია. ამას თავისი მიზეზი აქვს - დღევანდელ ქართულ ოპოზიციაში მყოფთა შორის, გიორგი გახარია არის ერთადერთი, რომლის მიმართაც ბიძინას აქვს განცდა, რომ მან გააჩინა ის პოლიტიკურად და რომ ვალში უნდა იყოს გახარია მასთან თავიდან ბოლომდე, ამიტომ ასეთ რაღაცებს არ პატიობს. თუ ვინმე არის ძალიან დიდი საფრთხის წინაშე (რუსულ ციხეებში რაც ემართებოდათ პუტინისგან, ისეთი საფრთხის წინაშე), ეს არის გიორგი გახარია”, - აღნიშნა ხიდაშელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×