რეზონანსი
28.06.2025

„2025 წელსაც, იანვარ-აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 8,8% შეადგინა, ანუ წელსაც ვინარჩუნებთ მაღალ ტემპს",- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მთავრობის 1 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი გეგმის გადაჭარბებით შესრულებასაც არ გამორიცხავს.

საკითხთან დაკავშირებით ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ არსებული მაჩვენებლები რეალურ სურათს არ ასახავს; გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ნავარაუდები პროგნოზები წლის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლება. რაც შეეხება მომდევნო კვარტალს, ბაირახტარი ვარაუდობს, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპის შენარჩუნება საეჭვოა.

„საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზები წლის განმავლობაში რამდენჯერმე ახლდება, აქედან გამომდინარე ველოდები, რომ წლის ბოლომდე მინიმუმ ერთხელ მაინც განახლდება. ეს არსებული პროგნოზი ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩვენ I კვარტალში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა დავაფიქსირეთ, რომელიც სავალუტო ფონდის პირვანდელ მონაცემებზე მაღალი იყო; აქედან გამომდინარე სავალუტო ფონდმა პირველად მონაცემებს გადახედა. თუმცა, სხვა საკითხია, შემდეგ კვარტალებში როგორ გაგრძელდება სიტუაცია. ვვარაუდობ, რომ შემდეგ კვარტალებში ეკონომიკური ზრდის ტემპი რიგი პარამეტრებიდან გამომდინარე შემცირდება", - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა „კომერსანტთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×