რეზონანსი
28.06.2025

UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა, ავსტრალიელმა ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ „იუთუბის" საკუთარ არხზე ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას მოახლოებული საჩემპიონო ბრძოლის შესახებ ისაუბრა, რომელიც 29 ივნისს შედგება.

„ვფიქრობ, ილიამ იცის, რომ ოლივეირა მუდმივად წინ იმოძრავებს. აქედან გამომდინარე, ის მას თავიდანვე წნეხში ვერ მოაქცევს, თუმცა ჩარლზის მუდმივად წინსვლის შემთხვევაში თოფურია მას რამდენიმე მძიმე დარტყმას დაახვედრებს. ჩემი აზრით, ილია თოფურია მსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი გახდება", - განაცხადა ვოლკანოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია. მან ქამარი თებერვალში საკუთარი ნებით დათმო და განაცხადა, რომ მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც საჩემპიონო ბრძოლას ჩაატარებდა.

28 წლის ქართველი მებრძოლი 35 წლის ოლივეირასთან ბრძოლას დაუმარცხებელი ხვდება. შერეულ ორთაბრძოლებში მან 16 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×