რეზონანსი
28.06.2025

სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი, მაგრამ ლიპარტელიანი მაინც გვყავს მსოფლიო ჩემპიონი, - განუცხადა „ქრონიკას“ ვეტერანმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა ეთერ ლიპარტელიანზე საუბრისას.

ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, დარწმუნებულია, რომ ეთერ ლიპარტელიანი ოლიმპიური ჩემპიონიც გახდება.

„ეთოს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა იმის, რომ ჯერ მე მიმეღწია ამ წარმატებისთვის, ყოველდღიური კომუნიკაცია გვქონდა და იძახდა, რომ ჯერ შენ უნდა გახდე და მერე მეო. სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი, მაგრამ ლიპარტელიანი მაინც გვყავს მსოფლიო ჩემპიონი.

დარწმუნებული ვარ, იგი ოლიმპიური ჩემპიონიც გახდება. ეთომ დაარღვია ყველა სტერეოტიპი. მაგალითი გახდა ადამიანებისთვის“, - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×