რეზონანსი
30.06.2025

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი საინტერესო შეხვედრის შესახებ წერს:

"გუშინ სიღნაღში ბიძინა კვერნაძის ბიუსტი გახსნილა. კეთილი და პატიოსანი, “მშვენიალური" მოვლენაა!

მაგრამ!

ერთი “ნიუანსი" მომხვდა თვალში და რომ არ ვთქვა, ვერ მოვისვენებ: “ნაცებო", მეჩვენება თუ ეს ნანი ბრეგვაძე “ქოცებმა" მართლა აგახიეს?

ახლა არ მითხრათ, ბიძინა კვერნაძის კლასელი იყო, რა უნდა ექნაო? არაა, ეგეც გამოვიკვლიე, კვერნაძე 8 წლით უფროსი გახლდათ ბრეგვაძეზე. ააა... შეიძლება დეიდაშვილი იყო მამის მხრიდან, ან კიდე პირიქით? კარგი, ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამ ქალმა გიღალატათ - ის ჩვენ დამხობას აღარ გვიპირებს. ეგ კი არა, გუშინ “უთქმია", სუ თქვენი ვარ, თქვენად დავრჩებიო.

აეგრე აგახევთ ყველა სასიქადულო მამულიშვილს, თქვენ ქათქათა მკერდიანი მერაბა სეფაშვილიც გეყოფათ. აღარაფერს ვამბობ მტკვარივით მოდუდუნე პაატა პაპაზე.

მეორე სურათზე ეკა მამალაძესაც ვხედავ, ნუთუ მაგანაც გითავაზათ მუჯლუგუნი?"-წერს სოციალურ ქსელში გელა ზედელაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×