რეზონანსი
30.06.2025

ჯერ ადეიშვილის მოადგილეობას აბრალებდნენ - როდესაც ეგ "ნაცური შავი პიარის პროექტი" ჩავარდა, რადგან გივი მიქანაძე არასოდეს ყოფილა ადეიშვილის მოადგილე, ახლა ახალი ზღაპარი მოიგონეს და ციხის ბუნტის ჩახშობას აბრალებენ. თან, ნაცებმა ახალი მინისტრის გასაშავებლად გახარიას პარტია გამოიყენეს. პრინცში, სწორადაც. ყველაზე მეტად ტყუილი, ღალატი და ვირეშმაკობა სწორედ რომ გახარიას და მის მინიონებს შეეფერებათ - წერს "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, გივი მიქანაძეს არაერთი დღე უმუშავია როგორც მოღალატე გახარიასთან, ასევე მის მინიონებთან, მაგრამ რატომღაც, გუნდის ღალატამდე არავის უთქვამს მისთვის საყვედური და შემჩნევა, ციხის ბუნტის ჩახშობაში გაქვს ხელი გარეულიო. ეს ახლა "გაახსენდათ", დავალება რომ მიიღეს.

„ჯერ ადეიშვილის მოადგილეობას აბრალებდნენ - როდესაც ეგ "ნაცური შავი პიარის პროექტი" ჩავარდა, რადგან გივი მიქანაძე არასოდეს ყოფილა ადეიშვილის მოადგილე, ახლა ახალი ზღაპარი მოიგონეს და ციხის ბუნტის ჩახშობას აბრალებენ. თან, ნაცებმა ახალი მინისტრის გასაშავებლად გახარიას პარტია გამოიყენეს. პრინცში, სწორადაც. ყველაზე მეტად ტყუილი, ღალატი და ვირეშმაკობა სწორედ რომ გახარიას და მის მინიონებს შეეფერებათ.

P.S. გივი მიქანაძეს არაერთი დღე უმუშავია როგორც მოღალატე გახარიასთან, ასევე მის მინიონებთან, მაგრამ რატომღაც, გუნდის ღალატამდე არავის უთქვამს მისთვის საყვედური და შემჩნევა, ციხის ბუნტის ჩახშობაში გაქვს ხელი გარეულიო. ეს ახლა "გაახსენდათ", დავალება რომ მიიღეს", - წერს ქადაგიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×