რეზონანსი
30.06.2025

ჩვენ ვიმუშავებთ ერთად იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების საერთო ამოცანები შესრულდეს , - ამის შესახებ "თავისუფლების მოედანის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ პარლამენტთან განაცხადა მას შემდეგ, რაც რვა ოპოზიციური პარტიის საერთო განცხადება გაახმოვანეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით.

ასევე, ლევან ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ მიესალმება „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას, შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე, რადგან „ამ ბრძოლას სჭირდება ყველას მხნეობა და ჯანმრთელობა".

„მივესალმები ერთობასა და ერთიანობას იმ იდეებისა და პრინციპების გარშემო, რაც ამ საერთო განცხადებაში იქნა წაკითხული. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად იმისთვის, რომ ქართველი ერის, საქართველოს მოქალაქეების საერთო ამოცანები შესრულდეს. ეს არის თავისუფალ, ევროპული ტიპის დემოკრატიაში ცხოვრება, სახელმწიფოს დაბრუნება და ამ ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის საბოლოოდ დამკვიდრება. ჯანმრთელობა ყველას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!" - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×