რეზონანსი
01.07.2025

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილს ავრცელებს. შათირიშვილი "დიფ სთეითის" გეგმებზე და ხელისუფლების შეცვლის სურვილზე საუბრობს.

წერს, რომ "დიფ სთეითის" სცენარით, სასურველ ქვეყანაში არასასურველი ხელისუფლების მოშორების შემდეგი გზა რევოლუციაზე გადის, შანტაჟში კი აქტიურად არიან ჩართული დიპლომატები.

შათირიშვილის წერილს შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ ფლანგში. პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართველოში დემოკრატიის განვითარებას და მათი ქმედებები ყოველთვის ამ მიზანს ემსახურება.

"ჩვენ დასავლელი მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლების, დიპლომატების მოქმედება ყოველთვის იყო მიმართული იმისკენ, რომ მხარი დაეჭირათ საქართველოს დემოკრატიისთვის, ამისთვის მოქმედებენ ჩვენი მეგობრები.

გაღიზიანება და ცუდი რეაქცია ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების [მხრიდან ჩვენი ქვეყნის] დიპლომატების ქმედებასთან მიმართებით, აღარ არის გასაკვირი", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის, განცხადებით "ქართული ოცნება" ცდილობს პარტნიორების მხარდაჭერა ქვეყნის შიდა საქმიანობაში ჩარევად შეფუთოს, რაც სიმართლე არ არის.

"ეს არის მხოლოდ "ოცნების" ფიქრებში და მათი პროპაგანდის ნაწილი გახლავთ, რომ დიპლომატები, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები, რომლებსაც ერთადერთი მიზანი აქვთ ამ ქვეყანაში, რომ როგორმე დაგვეხმარონ იმაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ, შედგეს დემოკრატიული სახელმწიფო, ამ ქვეყანაში, ამაში გვეხმარებიან და დახმარების გარდა ჩვენ მათგან სხვა არაფერი არ ვიცით. "ოცნება" ცდილობს შეფუთოს, ჩვენი ქვეყნის საქმიანობაში ჩარევად", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×