რეზონანსი
02.07.2025

ჩვენი მანდატების ჩამორთმევა არ ყოფილა პროცედურა, ეს იყო იმუნიტეტის მოხსნა და გზის გაწმენდა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის დევნისკენ, რათა მუნიციპალური არჩევნების წინ მათთვის მთავარი პოლიტიკური საფრთხე აღმოიფხვრას, – ამის შესახებ  „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

გიორგი გახარია პარლამენტის მიერ მისთვის და მისი პარტიის კიდევ თერთმეტი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ეხმაურება.

„ჩვენ ეს აქამდეც გვინახავს, კრემლის წიგნიდან ამოგლეჯილი ფურცელი: გააუქმე იმუნიტეტი, გამოიგონე კრიმინალური საქმეები და გაანადგურე პოლიტიკური ალტერნატივა“, – წერს გიორგი გახარია.

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება დღეს შეუწყდა. კერძოდ, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ პარტიის შემდეგ წევრებს: თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, გიორგი გახარიას, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს, ზვიად ძიძიგურს.

პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო სია არ ჩაუხსნია, შესაბამისად, მისი 12 წევრი დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრად ითვლებოდა. „ქართულ ოცნებაში“ განმარტეს, რომ გახარიას პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×