რეზონანსი
02.07.2025

გიორგი, მოიხედე ერთი წამით, რა დღეში ხარ? შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, დგახარ და გგონია, რომ “ბლატაობ”? ცოტა თავი გააკონტროლე, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა, კომისიის სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას, რომელიც კომისიის სხდომას ერთვება.

ალუდა ღუდუშაურმა გახარიას კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანისთვის კითხვებზე პასუხების გაცემა მოსთხოვა.

„გიორგი, მოიხედე ერთი წამით, რა დღეში ხარ? მითხარი, რა. რა დღეში ხარ, გამაგებინე? რა იყო შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, დგახარ და გგონია, რომ “ბლატაობ”, ხომ? ცოტა თავი გააკონტროლე. შენ ეტყობა „თუთაშხიას“ბევრს უყურებდი, გაპარვის ეპიზოდი რომაა, ხომ იცი - „რა საოცრად წავიდაო“. ჰოდა, გაეცი ახლა პასუხები კითხვებს. უყურებ ერთი ამას, “ბლატაობს” აქ...“- მიმართა ალუდა ღუდუშაურმა გიორგი გახარიას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×