რეზონანსი
02.07.2025

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, დისტანციურად ერთვება, გახარიას იმ ბრალდებებს უპასუხეს, რომლითაც მან კომისიის წევრები ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

საგამოძიებო კომისიის მდივნის, სოზარ სუბარის თქმით, როდესაც აფხაზეთის ომის დროს, 19 წლის გახარიას სამშობლოს დაცვის სურვილი არ გაუჩნდა და სასწავლებლად მოსკოვში წავიდა, გასაკვირი აღარ არის, რომ მას ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვის გამო დაკარგული მილიონი კვადრატული ტერიტორიაც არ სტკივა.

„როცა 19 წლის ბიჭი არ მიდის ომში და მიდის მოსკოვში, არ უჩნდება სურვილი რომ სამშობლო დაიცვას, ძალიან კარგად მესმის, იმას მერე რატომ არ სტკივა ეს მილიონი კვადრატული მეტრი. ეს არის თქვენი სახე რეალურად. ეს ორი ადამიანი, [თენგიზ შარმანაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი] კი, 1993 წლის 27 სექტემბერს გამოვიდა სოხუმიდან.“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა კომისიის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმაც, რომელმაც გახარია რუსებისთვის ტერიტორიის ჩაბარებაში დაადანაშაულა იმ ფონზე, როცა 1993 წლის მოვლენების დროს, თავად სოხუმი, მისი დაცემის დღეს, 27 სექტემბერს დატოვა.

„მე 27 სექტემბერს სოხუმიდან გამოვედი და თქვენ, ოკუპანტებთან სასწავლებლად წახვედით და ახლა მელაპარაკებით რუსეთზე და რუსებზე. რა ჩავაბარე რუსეთს? რუსეთს შენ ჩააბარე მილიონი კვადრატული მეტრი, აგერ არის რუკა და შუბლის ძარღვიც კი არ გიტოკდება, როცა ამაზე ლაპარაკობ.“ - განუცხადა თენგიზ შარმანაშვილმა გიორგი გახარიას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×