
გახარიას გუნდის წევრი ზაზა თავაძე თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ექს პრემიერის დღევანდელ გამოკითხვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ე.წ. კომისიას "კვაზი სასამარლოს ფუნქციის შესრულება უნდოდა, თუმცა ვერ შეძლეს და საბოლოოდ გახარიას გაექცნენ".
თავაძის თქმით, ე.წ. კომისიას ზუსტად იგივე რიტორიკა ჰქონდა, რაც "სეპარატისტების ე.წ. პარლამენტის იმ შესაბამის კომისიას". მისი განცხადებით, გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის "შეკერვის მცდელობა" ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორებაა.
კვაზი სასამართლოს ფუნქციის შესრულება უნდოდათ მაგრამ ვერ შეასრულეს ესეც და საბოლოოდ გაიქცნენ გიორგი გახარიასგან. იმიტომ, რომ როცა შენ ისმენ სიმართლეს და იმ სიმართლეს, როდესაც შენ გეუბნებიან, რომ სეპარატისტების პროკურატურამ რა საქმეც აღძრა, რა საფუძვლითაც აღძრას, ამ საფუძვლით უნდათ, რომ აღძრას საქართველოს პროკურატურამ. ეს ხომ სამარცხვინოა.
ზუსტად რა რიტორიკაც ჰქონდათ სეპარატისტების ე.წ. პარლამენტის იმ შესაბამის კომისიას, იმ რიტორიკით საუბრობს ეს კომისიაც. აქ ხომ არ არის მართლა თვალშესახებ კოლაბორაციასთან, სეპარატისტებთან და ოკუპანტებთან, სხვანაირი დამთხვევა შეიძლება მოხდეს, რომ ყოფილი პრემიერი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მათი გუნდის წარმომადგენელი უნდათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ იმისთვის, რომ მან თავის დროზე, სხვა უწყებებთან ერთად იყოჩაღა და საქართველოს მიწა-წყალი გადაარჩინა მორიგ მცოცავ ოკუპაციას ისე, რომ არავის თმიდან ერთი ღერი არ ჩამოვარდნია და ამათ უნდათ, რომ გიორგი გახარიას ბრალი შეუკერონ ამაზე, ხელი შეაწმინდონ გიორგი გახარიას, რომ თითქოს მან რაღაც დაკარგა. ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორებაა გიორგი გახარიას წინააღმდეგ," - განაცხადა ზაზა თავაძემ.
ცნობისთვის გიორგი გახარია წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიას დღეს, ონლაინ ჩაერთო.