რეზონანსი
03.07.2025

სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი მინდაძეს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ინფორმაციისთვის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ასევე საბოლოო სიტყვის უფლება მსჯავრდებულმაც გამოიყენა.

როგორც გიორგი მინდაძემ საბოლოო სიტყვის თქმის დროს განაცხადა, მისთვის შეფარდებულ სასჯელს მნიშვნელობა არ აქვს და საზოგადოებას სხვა დაპატიმრებული პირების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებოდნენ, რომ 29 ნოემბერს, პოლიციელებს პიროტექნიკა ესროლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×