რეზონანსი
04.07.2025

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა დირექტორმა, ბალაშ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ შეუძლებელია დაიცვა დემოკრატია, თუკი სუვერენული სახელმწიფოს გაჩუმებისკენ ისწრაფვი.

ბალაშ ორბანი პასუხობს დანიის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისას, ბუდაპეშტზე მაქსიმალურ ზეწოლას გეგმავს, რათა უნგრეთმა უკრაინის გაწევრიანებას დაუჭიროს მხარი.

ვიქტორ ორბანის პოლიტიკური დირექტორის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრიუსელი უნგრეთისთვის ევროკავშირში ხმის ჩამორთმევასაც ეცდება.

„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე უნგრეთის პოზიცია არის მტკიცე და უნგრელი ხალხის მიერ მხარდაჭერილი. ამ პოზიციას ვინარჩუნებთ, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელში ზოგი უნგრეთისთვის ხმის უფლების შეჩერებას ცდილობს. დემოკრატია ასე არ მუშაობს. უმჯობესია, თუკი ჩვენზე ზეწოლის ნაცვლად, ევროპის რეალურ გამოწვევებს მივაქცევთ ყურადღებას", - დაწერა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×