რეზონანსი
04.07.2025

მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ბიზნესის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, საუბარი ეკონომიკისა და ბიზნეს სფეროს შეეხებოდა.

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას თქმით, ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა დასაქმების საკითხზეც.

"ძირითადად, ბიზნესზე იყო საუბარი, პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა, არც არავის დაუსვია ეს საკითხი.

გამოწვევებს რაც შეეხება, საინტერესო იყო ის, რომ ოპტიმიზაციაზე გამახვილდა ყურადღება, დასაქმებაზე, სახელმწიფოში ბევრი უსაქმური ყოფილა, ჩვენ კი ვიცოდით, მაგრამ ახლა ხდება მათი შემცირება, საინტერესო იყო.

მე ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრს უნდოდა, რომ ბიზნესმენების წინაშე გამოეხატა (მადლიერება), სხვათაშორის, პირველად, რაც თავი მახსოვს, ბიუჯეტის შევსებისთვის, გადასახადების სწორ გადახდაში, დანარჩენი ისეთი არაფერი", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×