რეზონანსი
04.07.2025

“კოალიცია ცვლილებისთვის” აცხადებს, რომ არცერთ ეტაპზე არ აპირებს „რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას“.

კოალიცია პასუხობს მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას, რომელმაც შესთავაზა ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მიმართოს განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შეწყალების თაობაზე.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ არ აპირებს არც შეწყალების თხოვნით მიმართვას და არც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას.

“ე.წ. პრეზიდენტის პირით რეჟიმმა დაადასტურა, რომ ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ ყალბ კრიმინალურ, პროცესში პროდასავლური ძალების მონაწილეობა არის რეჟიმის გადარჩენისა და ცვლილებების გადავადების გზა და ამის მისაღწევად ყველანაირ გარიგებაზე წავლენ.

ჩვენი პოზიცია არის უცვლელი - არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. არ ვაპირებთ არც ე.წ. შეწყალების თხოვნით მიმართვას და არც ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას.

გამარჯვების გზა გადის ართანამშრომლობასა და წინააღმდეგობაზე.

ბოლომდე!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, "კოალიცია ცვლილებისთვის" სამი ლიდერია პატიმრობაში - ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია.

ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. იგივე საქმეზე ნიკა მელიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა ნიკა გვარამიასაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×