
რა ხდება ანსამბლ „რუსთავში“ და რამ აიძულა ქართული ცეკვის ლეგენდა, 84 წლის ფრიდონ სულაბერიძე და მისი ვაჟი, უმცროსი ფრიდონ სულაბერიძე პროტესტისთვის მიემართათ?
„უკვე ერთი თვეა, რაც გაფიცულები ვართ და არ დავდივართ რეპეტიციებზე...“ - აცხადებს უმცროსი ფრიდონ სულაბერიძე ვიდეომიმართვაში და მიზეზებს განმარტავს.
ქართული ცეკვის ლეგენდა, 55 წელია ანსამბლ „რუსთავის“ მთავარი ქორეოგრაფია. დიდი ფრიდონის გადაწყვეტილებით, მისი შემოქმედებითი ხაზის გამგრძელებლები იქნებიან, უმცროსი ფრიდონ სულაბერიძე, მამუკა ცერცვაძე და ეკა მოდებაძე. პროტესტის მიზეზი კი კულტურის სამინისტროს მხრიდან რეორგანიზაციაა.
„სამწუხაროდ, ჯერჯერობით ახლადდანიშნულმა სამხატვრო ხელმძღვანელმა მიხეილ ჯავახიშვილი და ანსამბლის დირექტორი ია მაქაცარიაი არ უნდა უჯერებენ დიდი ფრიდონის გადაწყვეტილებას და ამიტომ ვართ პროტესტში... ისინი იქცევიან არაკომპეტენტურად და მეტიც, საზოგადოებას ატყუებენ, რომ ყველაფერი კარგად არის ანსამბლში... გამოაქვეყნეს მიმართვა, რომ რეპეტიციები განახლდა მაშინ, როცა რეპეტიციები არ ყოფილა შეჩერებული... თითქოს გვქონდა კრიზისი და ახლა ყველაფერი კარგად არის... მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე“ - განაცხადა ფრიდონ სულაბერიძემ.
მისივე ინფორმაციით, სულ მალე განცხადებას თავად დიდი ფრიდონ სულაბერიძე გააკეთებს.