რეზონანსი
07.07.2025

ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არ დავუშვებთ, რომ ვინმემ ასეთი ტიპის მცდელობები მოახდინოს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ოპოზიციის განწყობებსა და სურვილზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ჯგუფებს თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლა სურთ.

მისი თქმით, ცესკოს მუდმივად აქვს თანამშრომლობა შესაბამის უწყებებთან, რათა აღიკვეთოს და პრევენცია მოხდეს მსგავსი შემთხვევების.

„ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა. ამ რისკებს, რა თქმა უნდა, სჭირდება სათანადო დაზღვევა, ყურადღების მიქცევა. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არ დავუშვებთ, რომ ვინმემ ასეთი ტიპის მცდელობები მოახდინოს. ჩვენ მუდმივად გვაქვს და მომავალშიც გვექნება მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა შესაბამის უწყებებთან, რათა ერთი მხრივ აღიკვეთოს და პრევენცია მოხდეს ასეთი შემთხვევების და სათანადო საქმიანობებისას მაქსიმალურად იყოს ასეთი რისკები და საფრთხეები გათვალისწინებული“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×