რეზონანსი
07.07.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში „სილქ როუდჯგუფისა" და „სილქნეტის" დამფუძნებელის, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

საქმეს მოსამართლე ნანა შამათავა განიხილავს. სხდომას ესწრება ბრალდებული გიორგი რამიშვილი.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

ცნობისთვის, ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა" და „სილქნეტის" დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი გუშინ, 6 ივლისს, აეროპორტში დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარედგინა, რაც 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×