
ძალიან ვნანობ, რომ ეს შეცდომა მოხდა, ეს არ იყო გამიზნული და შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მოსვლოდა , - ამის შესახებ „სილქ როუდჯგუფისა" და „სილქნეტის" დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა გიორგი რამიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ბრალდებულის თქმით, ეს უნებლიე შემთხვევა იყო და დანაშაულის ჩადენის განზრახვა არ ჰქონია.
"მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მოსვლოდა, რომ მცდონდოდა, არც წამოვიღებდი ჩემოდანს. ვერ შევამჩნიე, პატარა იარაღია. ეს იყო შეცდომა და პირიქით ვითანამშრომლე გამოძიებასთან.
ამით არ ვამაყობ, მაგრამ ასეთი სახის შეცდომები არ შეიძლება გაყვანილი იყოს იმ რანგში, რომ ეს არის იარაღის ტარება და უნდა დიასაჯოს 4-დან 7 წლამდე. ძალიან ვნანონ ძალიან ცუდი ფაქტია და ეს იქნება ჩემთვის დიდი მაგალითი მომავალში", - განაცხადა გიორგი რამიშცილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს, იგივე “ზარალას” აღკვეთის ღონისძიების სახით, 70 000- ლარიანი გირაო შეუფარდა. იგი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.