რეზონანსი
08.07.2025

მსახიობი გიორგი ყიფშიძე საუბრობს იმის შესახებ, როგორ უმკლავდება ორი მცირეწლოვანი შვილის მოვლას:

„დედაჩემი ვერ მეხმარება, ლოგინად არის ჩავარდნილი, მამაჩემი მატერიალურად და მორალურად მეხმარება, რადგან მსახიობს არ აქვს ის შემოსავალი, რომ ორი შვილი არჩინოს. გამორიცხულია. სერიალები რომ არ იყოს, არ ვიცი, რა მეშველებოდა. დამტოვებელი, როგორც ასეთი, არ მყავს. ჩემი ყოფილი ცოლის ბებია ხანდახან მოდის ხოლმე და მეხმარება. ბავშვების დედა, ენი ახალგაზრდაა და უფრო კლუბური ცხოვრებით ცხოვრობს, თვითონ ვერ გაიზარდა ისე, რომ ეს პასუხისმგებლობა აიღოს. არაფერს ვაბრალებ. მოდით, არც მწვადს დავწვავ და არც შამფურს და არაფერს ვიტყვი…“, - განაცხადა გადაცემაში „სივრცე ანასტასიასთან“ გიორგი ყიფშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×