რეზონანსი
08.07.2025

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ სო­ფელ ტი­რძნის­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მა­მა­კაც­მა ახალ­გაზ­რდა ქალს ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც მსხვერ­პლი გარ­და­იც­ვა­ლა.

შსს -ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ტ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ტი­რძნის­ში მცხოვ­რებ ლ.მ.-ს მის­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე ცივი ია­რა­ღით, გულ-მკერ­დის არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ლ.მ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რა ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი

„ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გილ­ზე მი­სულ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ეკი­პაჟს ქალი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. რაც შე­ე­ხე­ბა მკვლელს, ეს არის 50 წლის მა­მა­კა­ცი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ისი­ნი არა­რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში იყ­ვნენ.

თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი­სა და მე­ზობ­ლე­ბის თქმით, მათ შო­რის არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ და არც ხმა­უ­რი გა­უ­გი­ათ.

„ქალი მოკ­ლუ­ლია. ჩხუ­ბი მო­უ­ვი­დათ, თუ რა იყო მი­ზე­ზი არ ვიცი...

გა­ვი­გე ქალი მოკ­ლაო, სხვა არა­ფე­რი ვიცი. კაცს ვიც­ნობ, თუმ­ცა ვინ იყო მისი მე­უღ­ლე არ ვიცი...

სას­წრა­ფო­ში ვმუ­შა­ობ, რო­დე­საც მი­ვე­დი დი­ლით სამ­სა­ხურ­ში მი­თხრეს რომ უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. და­ნით ჰქონ­და ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი...

ახალ­გაზ­რდა ქალი იყო, 3 შვი­ლი ჰყავს..." - აცხა­დე­ბენ მე­ზობ­ლე­ბი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×