რეზონანსი
09.07.2025

უკვე გაცვეთილია ყველა რეზოლუცია, სადაც იწერება, რომ თურმე ბატონი სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და უნდა გავათავისუფლოთ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებთან დაკავშირებით.

„ისევ გაუთავებელი საუბრებია ხელახალ არჩევნებზე იმისდა მიუხედავად, რომ ერთ მტკიცებულებასაც ვერავინ დებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. არავინ უყურებს ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს. შესაბამისად, ასეთი ტიპის რეზოლუციები ჩვენი მოქალაქეებისთვის საინტერესო აღარ არის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვა ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა. ანგარიშში კვლავ მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ასევე გვხვდება მოწოდება სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარებასთან დაკავშირებით.

რეზოლუციის ავტორმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშს აბსოლუტური უმრავლესობით მიიღებენ, თუმცა დოკუმენტის შინაარსს ევროპარლამენტარების დიდი ნაწილი არ იზიარებს და საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებასა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე ამახვილებენ ყურადღებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×