რეზონანსი
09.07.2025

ხორბლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია - მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი არის 200 000 ტონა, - ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 1 კგ სასურსათო ხორბლის სასტარტო ფასი, 70 თეთრია.

„რეალურად, წელს, მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი არის 200 000 ტონა, ანუ შარშანდელთან შედარებით, ცოტა მეტია. ეს 200 000 ტონა არის სასურსათო და არასასურსათო ხორბლის ჯამი. ალოობა, დროის მიხედვით აქტიურ ფაზაშია, მაგრამ ფიზიკურად, ამინდიდან გამომდინარე, შეფერხებები იყო. ამინდმა ხორბლის აღების ტემპს ხელი არ შეუწყო. წვიმამ ხელი შეუშალა ხორბლის გეგმურად აღებას. პლუს, ხორბლის ხარისხის მაჩვენებელი, გარკვეულწილად პრობლემური გახდა. ხორბლის ნაწილი სასურსათოდან გადავიდა არასასურსათოში.

რაც შეეხება ფასებს - შარშან, 1კგ სასურსათო ხორბლის სასტარტო ფასი, დაახლოებით, 60 თეთრის ფარგლებში იყო, დღეისათვის, წისქვილკომბინატებში ჩაბარების მაქსიმუმი ფასი 70 თეთრია, 65 თეთრი არის ქვედა ზღვარი," - განაცხადა სილაგავამ მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×