რეზონანსი
09.07.2025

ევროპარლამენტის წევრმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ პოლიციელისთვის პირდაპირ ეთერში სილის გაწნისთვის დაკავებული მზია ამაღლობელი მხედველობას კარგავს.

„მსურს მივმართო მედია ორგანიზაციებს, ევროპულ მედია ორგანიზაციებს, ყურადღება გაამახვილონ მზია ამაღლობელის სიტუაციაზე. ჟურნალისტი, რომელიც დააპატიმრეს და სცემეს, ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის მხედველობას კარგავს. მას არ აქვს სათანადო სამედიცინო დახმარება“, - აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.

„ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აქციაზე 11 იანვარს დააკავეს. პირველ ჯერზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ ის ხელწერილით გაათავისუფლეს, შემდეგ კი ამაღლობელმა სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ხელი გაარტყა, რის შემდეგაც ის ისევ დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×