რეზონანსი
09.07.2025

მამუკა ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თაკო ჩარკვიანის ინფორმაციით, კრიტიკული იყო წუხანდელი ღამე, თუმცა ყველაფერმა ჩაიარა.

„გუშინ, ძალიან მძიმე ღამე გვქონდა, დილისკენ ცოტა შეიცვალა მდგომარეობა, შედარებითია ყველაფერი... ღამე გადავიტანეთ, როგორც იტყვიან. ცოტა გამოვიხედეთ, ოდნავ, მინიმალურად, ვეპოტინებით... ღმერთის წყალობით... ღამე უარესს ველოდით. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ მართვით სუნთქვაზე არ გადავიდეს. მამუკას ისეთი ფიზიკური მდგომარეობა აქვს, რომ ამდენს ვეღარ გადაიტანს, გამორიცხულია...

ძალიან გაგვაწვალა ოსტეომელიტურმა ფეხმა, არც ერთი უჯრედი არ მოჰყვება, რომ აღდგეს... წარმოუდგენლად ვწვალობთ“, - განუცხადა "პრაიმტაიმს" თაკო ჩარკვიანმა.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×