
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაციის არანაირი შანსი აღარ რჩება.
პეტრე ცისკარიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ საუბარია არჩევნებზე, რომელიც იქნება თავისუფალი, სამართლიანი და რომლის დროსაც ქვეყანაში არ იქნებიან პოლიტპატიმრები.
არა მე დარწმუნებული ვარ, რო ["ქართულ ოცნებას"] ლეგიტიმაციის არანაირი შანსი არ აქვს და სხვათაშორის, ამ შემთხვევაში ოდნავ, კიდევ უფრო გაუმჯობესდა ტექსტი იმ ანგარიშში, რომელსაც ჩვენ გავეცანით დღის განმავლობაში, როდესაც იქ საუბარია საპარლამენტო არჩევნებზე ოღონდ, რომელიც ჩატარდება ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც იქნება სამართლიანი და თავისუფალი, სადაც იქნება გამჭვირვალობა, სადაც იქნება კონკურენტული გარემო, სადაც არ იარსებებენ წინა საარჩევნო პერიოდში და მითუმეტეს არჩევნების დღეს პოლიტიკური პატიმრები საკნებში და ციხეებში გამოკეტილი. ეს არ არის არჩევნები," - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის კოლაფსად და ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მიტაცებად არის შეფასებული.
დოკუმენტით ევროპარლამენტი „ქართულ ოცნებას“ რეპრესიებში, არჩევნების გაყალბებაში, პოლიტიკური პატიმრების არსებობაში და პრორუსულ კურსში ამხელს.
ანგარიშში მოხვდა მედიასაშუალებებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა და დევნა.