
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული ამბობს, რომ პულივიზატორით ბევრი ხილის შეღებვა შეიძლება:
„ეს საღებავი არის ჩვეულებრივი კანცეროგენი, რომელიც ორგანიზმიდან მალე არ გამოდის და შესაძლოა გახდეს კიბოს გამომწვევი მიზეზი. ნებისმიერ სხვა ხილში შეიძლება გამოიყენონ მათ შორის ვაშლზეც. ვფიქრობ, ეს არ იქნებოდა პირველი შემთხვევა. ამ საღებავის გამოყენება შეიძლება ნებისმიერ სხვა ხილზე შეიძლება, რომელსაც პრიალა ზედაპირი არ აქვს.
ეს არის ჩვეულებრივი საღებავი, რომელიც გამოიყენება ინტერიერის, ექსტერიერის და მანქანის შესაღებად. ასეთი პროდუქტები განაპირობებენ იმას, რომ ამდენი დაავადებაა ქვეყანაში და ასეთი ცუდი მდგომარეობა გვაქვს ჯანმრთელობის მხრივ“, - განუცხადა "პრაიმტაიმს" ირაკლი არაბულმა.
პრაიმტაიმი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე