
რამდენიმე კვირის წინ მომღერალი ნუცა ბუზალაძე თავისივე დარენ პრინსზე დაინიშნა. ნიშნობის შესახებ ინფორმაცია ნუცამ გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში გაუზიარა და ხელის თხოვნის კადრებიც გამოაქვეყნა.
ნუცამ აღნიშნა, რომ ფანების გარდა ნიშნობა რამდენიმე ვარსკვლავმაც მიულოცა. წყვილს დაურეკა მეჯიქ ჯონსონმა. ამჯერად ნუცამ საზოგადოებას ქორწილის გეგმებიც გაუზიარა.
"ჩემს ქორწილში, ასევე ნიშნობის წვეულებაზე სრულ კონცერტს გავმართავ. ეს იქნება ნუცას კონცერტი. ჩემი ნიშნობის წვეულებაზე და ასევე ქორწილში მეგობრები ძალიან გაერთობიან", - ამბობს მომღერალი და ასევე აღნიშნავს, რომ ქორწილში იქნება ქართული ტრადიციული ელემენტებიც.
„მე მიყვარს ქართული ტრადიციები, დარენსაც მოსწონს. აგვისტოში დარენი პირველად ჩამოვა საქართველოში. საქართველოში იმდენი რამის ნახვა შეიძლება. ჩვენ ძალიან მდიდარი და ძველი კულტურა გვაქვს. ქორწილში გამოვიყენებ ქართულ ტრადიციულ ელემენტებს, თუმცა ტრადიციული ქართული ქორწილი არასდროს მინდოდა, რადგან ჩვენს ქორწილებში ძალიან ბევრ ალკოჰოლს სვამენ და ამას არ გავაკეთებ, რადგან მეც და დარენიც ჯანსაღი ცხოვრების წესს ვიცავთ", - თქვა ნუცამ.
მომღერლის თქმით, ქორწილი სადმე ტროპიკულ ადგილას გაიმართება.
"ბავშვობიდან ყოველთვის მინდოდა ჩემი ქორწილის კუნძულზე გამართვა. თუ ჩემს ქორწილს წარმოვიდგენდი, ის კუნძულზე იქნებოდა. ჰავაიზე ვფიქრობდი. ამის შესახებ როდესაც პროდიუსერს ვუთხარი, მან თქვა, იცი იქ ძალიან კარგი ადგილია, სადაც ქორწილის გადახდა შეგიძლია. მას პრინსვილი ჰქვია. დარენის გვარი პრინსია, ეს ჩემთვის შოკი იყო, რადგან ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ არსებობდა ქალაქი სახელად პრინსვილი. ეს ის ადგილია, სადაც ნამდვილად მინდა დარენზე დაქორწინება", - აღნიშნა ნუცა ბუზალაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე