რეზონანსი
10.07.2025

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტერორისტული აქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი შვიდი პირი დააკავა. სომხური მედიის ცნობით, ყველა დაკავებული ოპოზიციური პარტია „დაშნაქცუთიუნის“ წევრია.

როგორც საგამოძიებო უწყების ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, რამდენიმე მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ელექტროდეტონატორი, საბრძოლო ყუმბარა, დენთი და სხვა მასალები.

როგორც სომხეთის საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, დაკავებულია შვიდი პირი, რომელთაგან ერთს ბრალი უკვე წარუდგინეს ტერაქტის მომზადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიება გრძელდება.

ცნობისთვის, მანამდე ტერორისტული აქტების მომზადებაში ბრალი დასდეს მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ ლიდერს, არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანს და კიდევ 15-მდე პირის. დაკავებულები აცხადებენ, რომ მათ პოლიტიკური მოტივით დევნიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×