რეზონანსი
10.07.2025

ძალიან დახლართულები არიან და როგორც ჩანს, მათი პატრონებიც ისევე დაიხლართნენ ამ ყველაფერში როგორც ესენი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის გეგმაზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

„ძალიან დახლართულები არიან და როგორც ჩანს, მათი პატრონებიც ისევე დაიხლართნენ ამ ყველაფერში როგორც ესენი. რაც არ სცადეს, არაფერი გამოუვიდათ - არც პატრონებს, არც მათ ყმებს რადიკალური ოპოზიციის სახით", - აღნიშნა იონათამიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა" ამომრჩეველთან მუშაობის ნაცვლად, დესტაბილიზაციის მორიგ სცენარზე მუშაობს. ვიდრე ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან ერთად რადიკალიზაციის მცდელობით არის დაკავებული, მმართველი გუნდი არჩევნებისთვის ემზადება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×