რეზონანსი
11.07.2025

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის ორი მოწმე, კერძოდ კი, კაციას დედა და ძმა დაიკითხნენ. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულის მიმართ შეფარდებული პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.

პროკურორის განმარტებით, საქმეში ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა. დაცვის მხარემ კი კაციას 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

პოზიცია დააფიქსირა ბრალდებულმაც.

„ვეცდები კორექტულად დავამატო, ვთვლი, რომ ბოროტად სარგებლობთ თქვენი უფლებამოსილებით, მასაუბრებთ ტყუილად, ამიტომ აზრი არ აქვს", - განაცხადა კაციამ.

ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×