რეზონანსი
11.07.2025

თბი­ლის­ში, ამაღ­ლე­ბის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, მო­პე­დის მძღოლ­მა, რო­მე­ლიც ამაღ­ლე­ბის ქუ­ჩა­ზე გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით შე­ა­ჩე­რეს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. ასე­ვე, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლის და­კა­ვე­ბი­სას, ამა­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლის მგზავ­რმა, სა­მარ­თალ­დამ­ცველს სა­ხის არე­ში ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა.

უწყე­ბის ცნო­ბით, გამ­ვლე­ლი პირი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის პრო­ცეს­ში ხე­ლის შეშ­ლას შე­ე­ცა­და, რა დრო­საც შე­უძ­ლოდ გახ­და.

"გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, თბი­ლის­ში, ამაღ­ლე­ბის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ამაღ­ლე­ბის ქუ­ჩა­ზე, მო­პე­დის მძღო­ლი გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით შე­ა­ჩე­რეს, რა დრო­საც იქვე გამ­ვლე­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.კ. მი­უ­ახ­ლოვ­და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟის წევ­რებს და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე მო­ახ­დი­ნეს რე­ა­გი­რე­ბა და ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, გო­ნივ­რუ­ლი ეჭ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, ალ­კო­ტესტზე/ნარ­კო­ტესტზე შე­მოწ­მე­ბის გავ­ლა მოს­თხო­ვეს, რა­ზეც აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა გა­ნა­ცხა­და უარი და პო­ლი­ცი­ის მი­მართ კი­დევ უფრო აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გ.კ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 173-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ასე­ვე, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლის გ.კ.-ს და­კა­ვე­ბი­სას, ამა­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლის მგზავ­რმა, სა­მარ­თალ­დამ­ცველს სა­ხის არე­ში ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა.

ინ­ცი­დენ­ტის შემ­სწრე ერთ-ერთი გამ­ვლე­ლი პირი კი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის პრო­ცეს­ში ხე­ლის შეშ­ლას შე­ე­ცა­და, რა დრო­საც გახ­და შე­უძ­ლოდ.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ვრცელ­დე­ბა ინ­ცი­დენ­ტის ბოლო ეპი­ზო­დის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა, რაც არ ასა­ხავს ინ­ცი­დენ­ტის სრულ სუ­რათს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მო­ვუ­წო­დებთ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს თავი შე­ი­კა­ვონ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­გან.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ აღ­ნიშ­ნულ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პი­რის მი­მართ გა­ტარ­დე­ბა კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დებ­ში.

ცნო­ბის­თვის, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო გავ­რცელ­და. ვი­დეო პო­ლი­ცი­ე­ლის მიერ მო­ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რით იწყე­ბა. ამ დროს და­კა­ვე­ბულს გა­მო­ე­სარ­ჩლა სხვა მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც პო­ლი­ცი­ელს შემ­დე­გი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა: - "მოვა დრო და მა­გის­თვის დე­დას გი­ტი­რე­ბენ“. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ მას­თან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მი­დი­ან და ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით მის და­კა­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ, რა დრო­საც ეს უკა­ნას­კნე­ლი შე­უძ­ლოდ ხდე­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ, გო­ნე­ბას კარ­გავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×