რეზონანსი
12.07.2025

რამ­დე­ნი­მე დღის წინ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი. გა­ირ­კვა, რომ 9 პირ­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი მო­ტყუ­ე­ბით წა­იყ­ვა­ნეს მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში და მას­ზე ყვე­ლა მე­თო­დით იძა­ლა­დეს. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ე.წ. "ფა­შის­ტუ­რი" იდე­ო­ლო­გი­ის ჯგუ­ფის წევ­რე­ბი არი­ან.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. "ფა­შის­ტუ­რი" იდე­ო­ლო­გი­ის ჯგუ­ფის წევ­რებ­მა, წარ­სულ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, არას­რულ­წლო­ვა­ნი წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, მო­ტყუ­ე­ბით მი­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში არ­სე­ბულ ერთ-ერთ მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში.

ვინ არის 15 წლის ბი­ჭის წა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი? "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის ახალ დე­ტა­ლებ­ზე წერს. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 15 წლის მო­ზარ­დის წა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 30 წლის ლე­ვან აბე­სა­ძეა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო რა­სობ­რი­ვი დის­კრი­მი­ნა­ცი­ით ჩა­დე­ნილ ჯგუ­ფურ და­ნა­შა­ულ­ში. ლე­ვან აბე­სა­ძე სპორ­ტსმე­ნია, ძა­ლის­მი­ე­რი სამ­ჭი­დის ათ­ლე­ტი.

მისი და ე.წ. ფა­შის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის კავ­ში­რე­ბის შე­სა­ხებ რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას ესა­უბ­რა წყა­რო, რომ­ლის თქმით, 2025 წლის იან­ვარ­ში, მას და­უ­კავ­შირ­და დაჯ­გუ­ფე­ბა „ბერ­გმა­ნის“ ყო­ფი­ლი წევ­რი (რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვერ ადას­ტუ­რებს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის სან­დო­ო­ბას) და რო­გორც ამ დაჯ­გუ­ფე­ბის, ისე მისი წევ­რე­ბი­სა და მათ შო­რის, ლე­ვან აბე­სა­ძის შე­სა­ხე­ბაც ესა­უბ­რა, მი­ა­წო­და ფო­ტო­ე­ბიც.

„მითხრა, რომ სურდა საუბარი ე.წ. „ტიტუშკებზე“ და სწორედ მათ შესახებ საუბრისას გაამახვილა ყურადღება ლევან აბესაძეზე. თქვა, რომ უკვე რამდენიმე წელია ის ქმნის სხვადასხვა დაჯგუფებებს და ამ დაჯგუფებებში გადაიბირა ფაშისტური დაჯგუფება „ბერგმანისა“ და „თეთრი მამბერის“ წევრებიც.

მითხრა, რომ ლევან აბესაძის დაჯგუფებაში უმეტესობა არასრულწლოვანია და ამას ადასტურებს მის მიერ გამოგზავნილი ფოტომასალაც. ახალი დაჯგუფებების შექმნა დაიწყო გასული წლის ნოემბრიდან და ჰყავს დაახლოებით 20-კაციანი ჯგუფი. მითხრა, რომ ამ ბავშვების დედების უმეტესობა ემიგრაციაშია, ანუ პოულობს მოწყვლად ბავშვებს და მათზე ზემოქმედებს“.

ლევან აბესაძე მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

მისი ადვოკატი, სულხან კომახიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულს დაადასტურებს:

„მას ბრალად წარდგენილი აქვს, რომ თითქოს ორგანიზება გაუწია ამ ქმედებას. არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ეს...დიდი ალბათობით, მისი ბრალეულობა ვერ დადასტურდება, რადგან ამ საქმესთან შემხებლობა არ აქვს. ცხადია, არც ბრალს აღიარებს. როგორ აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია?“, - ამბობს ადვოკატი.

წყარო: „რადიო თავისუფლება“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×