რეზონანსი
12.07.2025

ოპოზიცია, რომელიც მხარს არ უჭერს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, 4 ოქტომბერს ქუჩაში, საპროტესტო მოძრაობაში უნდა იყოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული სივრცე აღარ რჩება, მთავარი ასპარეზი ქუჩა, საპროტესტო მოძრაობაა.

„ოპოზიცია, რომელიც მხარს არ უჭერს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, 4 ოქტომბერს ქუჩაში უნდა იყოს, უნდა იყოს საპროტესტო მოძრაობაში. ბოლო თვეების განმავლობაში ისედაც ქუჩაში ვართ. ქვეყანაში როდესაც დემოკრატიული სივრცე აღარ რჩება, მთავარი ასპარეზი ქუჩაა, საპროტესტო მოძრაობა. დარწმუნებული ვარ, საპროტესტო მოძრაობაში იქნება რეალური პოლიტიკური წინააღმდეგობის პროცესში მყოფი ყველა აქტორი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×