რეზონანსი
12.07.2025

სალომე ზურაბიშვილი „ლელოს" ფულზე ევაჭრება, თუმცა „ლელოს" მხრიდან უნდა მოემატოს გასამრჯელო, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, გასამრჯელოს მომატების შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი იცეკვებს იმ ცეკვას, რასაც მამუკა ხაზარაძე შეუკვეთავს.

„პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ლელოს" ფულზე ევაჭრება და, ზოგადად, მისი ეს არამკაფიო გზავნილები არის იმის ნიშანი, რომ „ლელომ" ფასს უნდა მოუმატოს. უჩვეულოდ ხელმომჭირნედ იქცევა „ლელო" სხვა მილიარდერებთან შედარებით, „ტვ პირველიც" ვერ დაალაგა ჯერჯერობით წესიერად, მისი ჟურნალისტები ბოლომდე ვერ გამორკვეულან საკუთარ გრძნობებში და ხანდახან ბოიკოტი წამოსცდებათ. ვფიქრობ, ეს მკაფიოდ უნდა აღმოიფხვრას, ისევე, როგორც პრეზიდენტს უნდა მოემატოს გასამრჯელო „ლელოს" მხრიდან, ამ შემთხვევაში ის იცეკვებს ზუსტად იმ ცეკვას, რასაც ხაზარაძე შეუკვეთავს. ახლა სათანადოდ არ უხდიან, რომ „შაბაშებზე" იცეკვოს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×