რეზონანსი
12.07.2025

ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ყველაზე ნეგატიური სცენარის განვითარების შემთხვევაში დროებით გადავიდეთ საბანკო ურთიერთობების სხვა სისტემებზე, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

ექსპერტის აზრით, თუ ბრიუსელი გააგრძელებს ეკონომიკური კუთხით საქართველოს შანტაჟს, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, მარტივად გადავიდეს თურქეთის ან ჩინეთის საბანკო ურთიერთობებზე.

დავით ქართველიშვილი დარწმუნებულია, რომ ბრიუსელი საქართველოზე გამავალ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ, სატრანზიტო პროექტებს გვერდს ვერ აუვლის და აუცილებლად მოუწევს საქართველოს ურთიერთობების დალაგება სთხოვოს.

„საქართველოს გარშემო საინტერესო სივრცეა ენერგეტიკული, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისთვის. ეს არის მთელი რიგი ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი ევრობიუროკრატიასთან. მაგალითად, არსებობს ორგანიზაცია „სი ფაივ+1“, რომელშიც შედიან ცენტრალური აზიის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები.

საქართველოს ყველა მიმართულებით შეუძლია განახორციელოს იმ პარალელური და ალტერნატიული გზების ძიება, რომელსაც დაადგა მაგალითად, სომხეთი.

აუცილებელია მჭიდრო კონტაქტები დავამყაროთ რეგიონში ჩვენს უშუალო მეგობრებთან - სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ა.შ. გვაქვს შესაძლებლობა ყველაზე ნეგატიური სცენარის განვითარების შემთხვევაში გადავიდეთ დროებით საბანკო ურთიერთობების სხვა სისტემებზე. მაგალითად, როგორიც არის თურქეთის ან ჩინეთის საბანკო სისტემა. ანუ დროებით სხვა ვალუტებზე გადავიდეთ. ეს გზა საქართველოს არ დააზარალებს, პირიქით სამუდამოდ გამოიყვანს წნეხიდან და უსამართლო მძევლობიდან. ბრიუსელი კი, როდესაც საქართველოზე გამავალ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ, სატრანზიტო პროექტებს გვერდს ვერ აუვლის ურთიერთობების დალაგებას გვთხოვოს. მაშინ შეიძლება ვიფიქროდ კიდეც გვიღირს თუ არა ამ ფოცხზე მეორედ დაბიჯება,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×