რეზონანსი
14.07.2025

“ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ პატიმრობაში მყოფი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი 11 ივლისს კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა როგორც ჩხაიძე აცხადებს, ბაჩიაშვილმა საავადმყოფო იმავე დღეს დატოვა.

მისივე თქმით, ბაჩიაშვილს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა, მათ შორის თავის არეში.

როგორც ჩხაიძე აცხადებს, ბაჩიაშვილს გაეწია შესაბამისი დახმარება.

„სხვადასხვა სპეციალობის ექიმის მიერ გაისინჯა და მათივე რეკომენდაციით გაეწერა პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციური დაწესებულების ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

მანამდე, ტვ"პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ციხეში გიორგი ბაჩიაშვილი საკუთარ დაბადებისდღეზე, სამარტოვო საკანში ცემეს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×