რეზონანსი
14.07.2025

გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ დაზუსტებულად ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები , - ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. ფაქტთან დაკავშირებით მყისიერად გამოცხადდნენ ადგილზე როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები საპატრულო პოლიციასთან ერთად.

გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ დაზუსტებულად ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მას შემდეგ რაც დავაზუსტებთ ინფორმაციას, აუცილებლად მოგახსენებთ", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×