რეზონანსი
14.07.2025

შს მინისტრი ადასტურებს, რომ სადგურის მოედანზე კორპუსში მომხდარი ნგრევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი.

მისი თქმით, დაშავებული კლინიკაშია გადყვანილი და კონტაქტურია.

"ადგილზე გამოცხადდა სამაშველო სამსახური შესაბამისი პოლიციური ძალებით, გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით.

ამ ეტაპზე, რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება. ასევე, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არის გარდაცვლილი. თუ გაიზრდება რიცხვი, მოგახსენებთ", - განაცხადა გეკა გელაძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×