რეზონანსი
14.07.2025

Amnesty International-ი „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელზე, გიორგი ბაჩიაშვილზე საპატიმროში თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.

„ქართველი პოლიტიკოსის, ივანიშვილის ყოფილმა თანაშემწემ, გიორგი ბაჩიაშვილმა საკანში ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ განაცხადა. მას ადვოკატებთან წვდომის უფლება არ მიეცა, მათ შორის დაზიანებების მკურნალობის დროს. ახლა მისი განცხადებების დამოუკიდებელი გამოძიება უნდა მოხდეს", - ნათქვამია Amnesty International-ის პრესსამსახურის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×