რეზონანსი
15.07.2025

ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი მუ­სი­კო­სი მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნი კვლა­ვაც რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში რჩე­ბა, რო­გორც მისი და თაკო ჩარ­კვი­ა­ნი აცხადებს, რომ სი­ტუ­ა­ცია გა­უ­ა­რე­სე­ბის გა­რე­შე სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. დი­აგ­ნო­ზი არის სეფ­სი­სი და მის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა.

,,მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის დროს ის არა­ვის­თან კონ­ტაქ­ტობს, მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც ტემ­პე­რა­ტუ­რა იკ­ლებს. 2 დღის წინ რო­დე­საც სი­ცხე არ იყო მა­ღა­ლი, ვე­ხუმ­რე და მა­ნაც ხუმ­რო­ბით და­მიბ­რუ­ნა პა­სუ­ხი. ტემ­პე­რა­ტუ­რა გა­ნუ­წყვეტ­ლივ თა­მა­შობს, ეს სეფ­სის ახა­სი­ა­თებს. ტემ­პე­რა­ტუ­რა რო­დე­საც დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა, ორ­გა­ნიზ­მი წვა­ლობს.

ექიმები ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ. რთუ­ლია ზუს­ტი პროგ­ნო­ზი მოს­თხო­ვო, ფაქ­ტი ისაა, რომ ამ გუნ­დზე კარ­გის მეტი არა­ფე­რი მეთ­ქმის. მა­მუ­კას კი­თხუ­ლობს ყვე­ლა - იმ დღეს მე­რაბ სე­ფაშ­ვილ­მა მო­ი­კი­თხა, დათო არჩვა­ძემ, მე­რაბ ვარ­დო­სა­ნი­ძემ, - ყვე­ლა რე­კავს, მათ შო­რის, უცხო ხალ­ხი, ყვე­ლას უყ­ვარს. სით­ბოს, სიყ­ვა­რულს და და­დე­ბით ენერ­გი­ას უგ­ზავ­ნი­ან. სხვა­თა შო­რის, დე­და­ჩე­მიც იმა­ვე კლი­ნი­კა­ში მი­წევს. იმ დღე­ებ­ში გუ­ლის პრობ­ლე­მით შე­ვიყ­ვა­ნე. მერე ვამ­ბობ­დი, რომ ამათ რა­ღაც­ნა­ი­რი ბმა აქვთ-მეთ­ქი, თუმ­ცა ასეც ვერ ვი­ტყვი, მა­მას­თა­ნაც სა­ო­ცა­რი ბმა ჰქონ­და, რად­გან ამის გა­რე­შე არ და­ი­წე­რე­ბო­და ის ყვე­ლა სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ჯან­სუ­ღის ლექ­სებ­ზეა შექ­მნი­ლი. რა­ღაც ტან­დე­მი ჰქონ­დათ."- განუცხადა ამბები.გე-ს თაკო ჩარკვიანმა.

წყარო: ამბები.გე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×