
ყველასთვის საყვარელი და გამორჩეული მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი კვლავაც რეანიმაციაში რჩება, როგორც მისი და თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ სიტუაცია გაუარესების გარეშე სტაბილურად მძიმეა. დიაგნოზი არის სეფსისი და მისგან გამოწვეული ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა.
,,მაღალი ტემპერატურის დროს ის არავისთან კონტაქტობს, მხოლოდ მაშინ, როდესაც ტემპერატურა იკლებს. 2 დღის წინ როდესაც სიცხე არ იყო მაღალი, ვეხუმრე და მანაც ხუმრობით დამიბრუნა პასუხი. ტემპერატურა განუწყვეტლივ თამაშობს, ეს სეფსის ახასიათებს. ტემპერატურა როდესაც დიდხანს გრძელდება, ორგანიზმი წვალობს.
ექიმები ყველაფერს აკეთებენ. რთულია ზუსტი პროგნოზი მოსთხოვო, ფაქტი ისაა, რომ ამ გუნდზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. მამუკას კითხულობს ყველა - იმ დღეს მერაბ სეფაშვილმა მოიკითხა, დათო არჩვაძემ, მერაბ ვარდოსანიძემ, - ყველა რეკავს, მათ შორის, უცხო ხალხი, ყველას უყვარს. სითბოს, სიყვარულს და დადებით ენერგიას უგზავნიან. სხვათა შორის, დედაჩემიც იმავე კლინიკაში მიწევს. იმ დღეებში გულის პრობლემით შევიყვანე. მერე ვამბობდი, რომ ამათ რაღაცნაირი ბმა აქვთ-მეთქი, თუმცა ასეც ვერ ვიტყვი, მამასთანაც საოცარი ბმა ჰქონდა, რადგან ამის გარეშე არ დაიწერებოდა ის ყველა სიმღერა, რომელიც ჯანსუღის ლექსებზეა შექმნილი. რაღაც ტანდემი ჰქონდათ."- განუცხადა ამბები.გე-ს თაკო ჩარკვიანმა.
წყარო: ამბები.გე
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე