რეზონანსი
17.07.2025

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება და ადასტურებს, რომ მას ინფორმაციებს "ოცნების" ყოფილი ჩინოვნიკები აწვდიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნებაში" დიდი დაპირისპირებაა და არც იმას გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში ღარიბაშვილი, ლილუაშვილი ან გომელაური დაიჭირონ.

ხაბეიშვილი ამბობს, რომ ყველაფერი, რაც აქამდე უთქვამს, შესრულდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას ზუსტი ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, თუ რა ხდება ივანიშვილის გუნდში. 

დანა-სისხლად არიან გადაკიდებული გომელაურ-ლილუაშვილ-ღარიბაშვილთან. ისინი ამ ისტერიკით ადასტურებენ ერთ რამეს: შიგნით აქვთ უბედურება დაჭმა და მეთი ინფორმაცია მაქვს თუ არა? კიდევ უფრო მეტი მაქვს, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. ის, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არის მარტივი რამის დადასტურდება: უახლოეს დღეებში დაიჭერენ ან ლილუაშვილს, ან ღარიბაშვილს, ან გომელაურს.

ბატონო ბიძინა, მარტო დარჩებით, ხომ ხვდებით? ხომ ხედავთ? კობახიძეც ადასტურებს, რომ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური -  ყველა ჩემთან თანამშრომლობს, ყველას ინფორმაციები მოაქვს. თქვენ ხომ ხვდებით, რომ დარჩებით მიქანაძის, ოხანაშვილის და ამ შეშლილი კობახიძის ამარა. ღარიბაშვილზე ვთქვი - მიქაუტაძე დაუჭირეთ, მისი ჯიბე. გომელაურის გადადგომა ვთქვი -  ორ დღეში გადადგა. რიჟვაძეზე ვთქვი -  ფაქტობრივადმ ან კლავდით, ან თავს იკლავდა. ბიზნესზე ვთქვი - "ზარალადან" დაწყებული პაპაშვილით გაგრძელებული და ჩხაიძეს, საერთოდ, შვილი დაუჭირეთ. რომელი ერთი მოვყევი და არ დადასტურდა? ლილუაშვილს ვთქვი, რომ 100  მლნ დოლარს სთხოვთ, ოხანაშვილმა აგერ თქვა, რომ დიახ, გამოძიებას მასთან კითხვები აქვს. ამიტომ, თქვენ აბსოლუტურად მარტო დარჩებით ამ შეშლილების ამარა, - ამბობს ხაბეიშვილი.

გულისხმობდა თუ არა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს ან გრიგოლ ლილუაშვილს, როდესაც ორი დღის წინ თქვა, რომ კორუფციაში ჩართული ყოფილი ჩინოვნიკები მათი გუნდის წინააღმდეგ ოპოზიციას და მედიას ინფორმაციას აწვდიდნენ. "პირველებმა" ეს კითხვა დღეს ირაკლი კობახიძეს დაუსვა. კობახიძეს დღეს არცერთი გვარი არ უარყვია და არც დაუდასტურებია.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×