რეზონანსი
19.07.2025

ანდრეი სიბიგამ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ მაცნობა, რაც რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების „გამოყრას" უკავშირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

„მინისტრმა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ მაცნობა, რაც უკრაინული და ქართული მხარეების წინასწარი გაფრთხილების გარეშე, რუსეთის ტერიტორიიდან დოკუმენტაციის გარეშე უკრაინის მოქალაქეების ფაქტობრივ „გამოყრას" უკავშირდება", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად უკრაინელი დიპლომატები მუშაობენ.

„კერძოდ, ესენი არიან უკრაინელები, რომლებიც რუსებმა გაათავისუფლეს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული ციხეებიდან და კოლონიებიდან", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×